logo
ENG



"კომუნიკაცია გვაქვს შესაბამის უწყებებთან"- კლეიტონი ბრიტანეთის მოქალაქის არშემოშვებაზე

13 ნოე 202318:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/13/kn448fzu51vuw0b.png

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი საქართველოში ბრიტანეთის მოქალაქის, ბენ მალეტის არშემოშვებას ეხმაურება და ამბობს, რომ საელჩოს შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია აქვს.

"ბათუმში ვიყავი, როცა ეს მოხდა და ყველა დეტალი არ ვიცი, თუმცა ვიცი, რომ საელჩოს კომუნიკაცია აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან დეტალების გასარკვევად"- თქვა კლეიტონმა.

12 ნოემბერს, ნაციონალური მოძრაობის კონსულტანტი, ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მალეტი საქართველოში არ შემოუშვეს. როგორც ცნობილია, ის 1 კვირის წინ საქართველოში იმყოფებოდა, რამდენიმე დღით ქვეყნიდან გავიდა, რის შემდეგაც ის საქართველოში აღარ შემოუშვეს.

თბილისის აეროპორტში გვიან ღამით პარტიის ლიდერები - ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი მივიდნენ. ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ამით ხელისუფლება დიპლომატიურ სკანდალში ეხვევა.


close დახურვა